“იმის თქმა გინდათ, რომ უმადური ვარ”ქართული ოცნების” მიმართ, რადგან მათ დამაბრუნეს საქართველოში”? – ასე უპასუხა “პალიტრანიუსის” ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით, ის რომ სააკაშვილს არ დაპირისპირებოდა, ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებდა.
“2007 წელს მე რომ სააკაშვილს არ დავპირისპირებოდი, სად იქნებოდა დღეს ივანიშვილი?! 2007 წელს, ის პროცესები რაც დაიწყო ჩემი სააკაშვილთან დაპირისპირებით, რომ არ გამხდარიყო კატალიზატორი, მთელი შემდეგი დაპირისპირების, სად იქნებოდა ივანიშვილი? სააკაშვილის სასთუმალთან, ისევ ისე კომფორტულად მოწყობილი და მონავარდებული, როგორც იყო მანამდე… მე რომ სააკაშვილი არ მიმედენა ივანიშვილისთვის, როგორც მონადირეს და ივანიშვილს ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა გაეფიქრებინა, მას იპოვიდნენ მინგეჩაურის წყალსაცავში”, – განაცხადა – ოქრუაშვილი “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”.