ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედში კორძაძეების ოჯახს სამი სული მსხვილფეხა პირუტყვი მოპარეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ქურდობა პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ოჯახის უფროსის გიზო კორძაძის თქმით, მხოლოდ მისი პირუტყვი მოიპარეს, როცა ფერმაში საქონელი სხვასაც ჰყავს დატოვებული. გიზო კორძაძე ფიქრობს, რომ ამ ფაქტით ოჯახი დააშინეს და დასაჯეს, რადგან მისი შვილი პარტია “ევროპული საქართველოს” კოორდინატორია. შემთხვევა ორი კვირის წინ მოხდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.