“რესტორატორთა ასოციაციის” წარმომადგენლის შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში ძალიან მცირე მარაგია საქონლის ხორცის და ქვეყანაში გაყინული პროდუქტის იმპორტის აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში ავტომატურად დგება. მისი თქმით, ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
როგორც ირკვევა, დეფიციტის მიზეზი ტურიზმის განვითარება და რესტორნების მომრავლებაა. “რა ხდება მაშინ, როცა ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი ხორცი საკმარისი არაა? ბიზნესმენი იძულებული ხდება განახორციელოს იმპორტი და შემოიტანოს გაყინული, შედარებით უხარისხო პროდუქტი” – ამბობს ბურჯანაძე.
2017 წელს საქართველოში 124 ათასი ტონა გაყინული შემოვიდა. ამ დროისათვის, 1 კილოგრამი ხორცი, საშუალოდ, 15 ლარი ღირს (ძვლის გარეშე), ხოლო 12 ლარი (ძვლიანად).
სპეციალისტების პროგნოზით, მდგომარეობიდან გამოსავალი ფერმების გაფართოებაა. მათი ვარაუდით, უფრო მეტი პრობლემა შეიქმნება ახალი წლის წინაპერიოდში, როცა ხორცზე მოთხოვნა იზრდება. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული ხორცზე ფასმა საგრძნობლად მოიმატოს.