ახალი ამბები მთავარი ციტატა

შატბერაშვილი – ვაშაძეების ოჯახი, ეს არის დამნაშავეების ოჯახი

“ვაშაძეების ოჯახი, ეს არის დამნაშავეების ოჯახი, ეს არის რუსეთის დაზვერვის აგენტების ოჯახი. გრიგორი ნოდარის-ძე ვაშაძე გახლავთ თავიდანვე მგიმოს დამთავრებული, სადაც მხოლოდ პარტიული ნომენკლატურის შვილები სწავლობენ. შემდეგ, საბჭოთა რუსეთის დიპლომატი გახლდათ, ბირთვული შეიარაღების თანამშრომელი. ახლა გადავალ მის მეუღლეზე, რუს ბალერინა ნინო ანანიაშვილზე. გრიგოლ ვაშაძეს ხმა არ ამოუღია არც 7 ნოემბერს და არც 26 მაისს. სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთის მოქალაქეს რომ ეძახის რუსეთის აგენტიაო, მისი შვილია რუსეთის მოაქლაქე. თავადაც იყო რუსეთის მოქალაქე და ძლივს გააგდებინეს პასპორტი ხელიდან”, – ეს განცხადება გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” “მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაზეძე გააკეთა.

იტვირთბა....