უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხარკოვში რუსული დროშები დაწვეს. აქტივისტები რუსეთის საკონსულოს წინ შეიკრიბნენ და ქერჩის სრუტეში მომხდარი დაპირისპირება გააპროტესტეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად თუ როგორ წვავენ ჩანს აქტივისტები, რუსეთის ფედერაციის დროშებს.
შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ უკრაინული სამი გემი დააკავა, რომელიც გეგმიურ რეისს ოდესის პორტიდან მარიოპოლში ახორციელებდა. თავის მხრივ რუსული მხარე აცხადებს, რომ უკრაინულმა გემებმა საზღვარი დაარღვიეს. რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინული მხარის ცნობით, დაკაკვებულია 20-მდე უკრაინელი სამხედრო. უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება უკვე გააკეთა.
https://www.facebook.com/h.saltovka/videos/1038530609652175/