ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილის დედა: ერთი წელია ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან აღიარონ თავიანთი დანაშაული

” არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას”, ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა რუსთაველის გამზირზე მიდმინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წელია მისი ოჯახი დამნაშავეებიs დასჯას უშედეგოდ ითხოვს.

„დაე ჩემი შვილი იყოს ბოლო, ამ სისტემისგან განწირული. დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა, რომ არა ეს „ოცნების“ ხელისუფლება. დაე, ყველა დედას, ყველა მშობელს უმყოფოს შვილები ბედნიერები. ღმერთმა არ ანახოს ბავშვის სიკვდილი. არც ერთ დედას არ ვუსურვებ ჩემს მდგომარეობაში ყოფნას. ჩემ შვილს ოცნებები „ოცნებამ“ წაართვა. ერთი წელია ვითხოვთ ამ ხელისუფლებისგან აღიარონ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ტყუილად“,-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

შეგახსენებთ, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტთან აქცია გაიმართა.

იტვირთბა....