მელიქიშვილის გამზირზე, კორპუსის მშენებლობიდან 30 წლამდე ასაკის კაცი გადავარდა, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.