ბათუმში, სამორინე „პრინცესაში” ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.
დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველის იფორმაციით, ქალბატონებს მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის, დაკავებულია 1961 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ.
უწყების ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ზ.-ს და 1980 წელს დაბადებულ ჰ.მ.-ს. ი.ზ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი კი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს. პოლიციამ ლ.უ. შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.