დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადეით, ონში მომხდარი ფაქტი იყო ყოფითი დაპირისპირება.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს. „ეს იყო ყოფითი დაპირისპირება.
“ეს იყო ყოფითი დაპირისპირება. პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. პიროვნებას, ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდათ „ქართული ოცნების“ პარტიასთან არანაირი შეხება არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და კანონის წინაშე მოუწევს ყველას პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ ონში მომხდარი დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი.
შეგახსენებთ, რომ ონში 22 ნოემბერს მოხდა დაპირისპირება, რის შედეგადაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დაჭრეს.