“პირდაპირ საუბრობენ რევოლუციებზე, გადატრიალებაზე, რატომ გვიკვირს, არ მესმის“, – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს.
კალაძეს ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არ შეაქვს.
„პირველად გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობაზეც იყო საუბარი, სადაც ქართველებს დედას აგინებენ სააკაშვილი და მისი ბიძა. თუმცა, ამ საუბრის ავთენტურობა დადასტურდა. ვფიქრობ, გასაკვირი არაფერია. ვიცით, ამ ადამიანების განვლილი ცხოვრება, ამ ადამიანების საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი დამოკიდებულება, არსებული ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება. პირდაპირ საუბრობენ რევოლუციებზე, გადატრიალებაზე, რატომ გვიკვირს, არ მესმის.
ნამდვილად არ შემაქვს ეჭვი იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა, მათი საუბრებიდან და ინტერვიუებიდან გამომდინარე, რასაც საზოგადოება ისმენს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეგახსენებთ, უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“.