“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გუშნდელ განცხადებას ეხმაურება.
“ბიძინას ეს უხამსი ” მიგნება” მისი დამთხვეული, მორალს მიღმა ქვეშევრდომების ტვინის ნაჟურითურთ კონტრპროდუქტიულია.. საკმარისი ინფორმაცია დამიგროვდა და ვიცი მამაშვილის მამაშვილური ურთიერთობის თაობაზე. ნოდარ ვაშაძესთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძეც და ნინო ანანიაშვილიც პირნათელი ადამიანები არიან. და კიდევ.. შენ რომ უხამსად მოგექცევა ხელისუფლება, შენც უხამსად არ უნდა მოიქცე….მით უმეტეს, როცა ხელისუფლება ამჟამად სხვა ადამიანს ერჩის უხამსად…
რამდენიმე დღეში უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნებია და ამიტომ ამჟამად აღარ გავაგრძელებ ამ თემას… უტევენ პრეზიდენტობის კანდიდატს და თავსაც პრეზიდენტობის კანდიდატი დაიცავს, როგორმე. ბიძინა ივანიშვილზე კი ვიტყვი – როცა მას ოპოზიციონერობის დროს საფრანგეთში ფიქტიური ხელმოწერის თემაზე ეკითხებოდა მაშინდელი სახელისუფლებო მედია, მაშინაც ისევე აღშფოთებული ვიყავი და არ ვმალავდი, როგორც ახლა…ივანიშვილი რო მორალს მიღმაა, ნუ წამოვეგებით ამაზე და უნებურად მას ნუ დავემსგავსებით”, – აცხადებს ბრძენიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ გადაცემაში “განსხვავებული აქცენტები” პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

