გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, 24 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.