ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ვლოცულობ, კარგად იყოს”: სააკაშვილი ონში, მისი ორგანიზაციის ლიდერის დაჭრის ფაქტზე საუბრობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, მისი ონის ორგანიზაციის ლიდერის ნოდარ ბურდილაძის დაჭრის შესახებ.

ჩვენი ონის ორგანიზაციის ლიდერი ნოდარ ბურდილაძე,რომელიც დღეს მიდიოდა სოფელ ღებში ჩემი სკაიპ ჩართვის დასაორგანიზებლად,მძიმედ დაჭრეს,რამდენიმეჯერ ჩაარტყეს დანა…ახლა სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ.ვლოცულობ,რომ კარგად იყოს!” – წერს სააკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული კ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერ ლი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით.

იტვირთბა....