თბილისში ირანის მოქალაქეს სცემეს – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამ ეტაპზე, მკურნალობას სახლში განაგრძობს.
ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელ შაჰრან ბარაეის ფიზიკურად კონკურენტი კლუბების დაცვის თანამშრომლები გაუსწორდნენ.
დაშავებულს დაზიანებებიმას სახისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ირანის მოქალაქის გარდა დადგენილია ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.