არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაინდრავა: ქალბატონს არ დავაჩაგვრინებთ ომის დროს გაქცეულ ლაჩრებს

გორის თეატრში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციის “მე ვიცავ თავისუფლებას” წარმომადგენელმა, გოგა ხაინდრავამ სალომე ზურაბიშვილისკენ მიმართულ იმ კამპანიაზე ისაუბრა, რომელსაც სათავეში, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” უდგას. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

როგორც ხაინდრავა ამბობს, სააკაშვილს ტვირთად 150 დაკარგული სოფელი, დევნილად ქცეული ოჯახების და ჩადენილი დანაშაულებების საქმეები აწევს, რაზეც პასუხი უნდა აგოს.
ამდენი დანაშაული სააკაშვილის კისერზეა და ცდილობენ, ეს ყველაფერი სალომე ზურაბიშვილს დააბრალონ. მაგრამ, არ გამოუვათ ეს სიცრუე. ამის დასტური დღეს ხალხით სავსე დარბაზი იყო. საქართველო ღირსეული ქალებისა და კაცების ქვეყანაა. ამ ქვეყანაში ყოველთვის ქალის კულტი იყო და დღეს ის ლაჩრები, რომლებიც ომის დროს გარბოდნენ და უკვე წითელ ხიდთან იყვნენ, ჯარისკაცებს და მიცვალებულებს რომ ტოვებდნენ, დღეს მოიხელთეს ქალბატონი და მას უტევენ. მაგრამ არ გამოუვათ, ჩვენ აქ არ დავაჩაგვრინებთ ქალბატონს და საქართველოს პრეზიდენტი გახდება ღირსეული სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ თეატრში გამართული შეხვედრის დასასრულს.

იტვირთბა....