About us ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიგაური: “ამათ თუ გამოძიება არ უნდათ ჩუმად მაინც იყვნენ იქნებ ვინმეს დაავიწყდეს”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პროკურატურის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ამათ თუ გამოძიება არ უნდათ ჩუმად მაინც იყვნენ იქნებ ვინმეს დაავიწყდეს და პასუხი არ მოსთხოვონ არჩევნების ორომტრიალში…… ან გიორგაძე დაეკითხათ ან კიდევ სხვები ვინც განცხადებაში გვყავს … იქნებ აღიარებენ ან კამერის ჩანაწერები ამოიღონ სადაც თათბირის მონაწილეები შეიძლება გამოჩნდნენ…. რაც ვიცოდი ვუთხარი და მთავარი პროკურორი მე არ ვარ შალვა თადუმაძეა სხვათაშორის მოკლედ რა უხერხულია ეს ყველაფერი. კანონებით გველაპარაკებიან თითქოს ეგ შეგვეშლება ჩვენ და არ ვიცით კანონის მოთხოვნა რა არის”-  წერს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა წერილი, რის მიხედვითაც ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვიმა გამოძიებას მნიშნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდეს.

იტვირთბა....