არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები, ვთქვი, რომ ვარ ფრთხილი

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება.

ზურაბიშვილის განცხადებით, მას  ეგზიტპოლის შედეგები არ უზეიმია.

მისივე თქმით, ის დამოუკიდებელი კანდიდატია და ივანიშვილის შეფასებაში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„მე არ მიზეიმია ეგზიტპოლის შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ გამიხარდა შედეგები და აქვე აღვნიშნე, რომ ვარ ფრთხილი და ველოდებოდი საბოლოო ოფიციალურ შედეგებს. მე ყოველთვის ასე ვიქცევი. მეორე ტურშიც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს. ეგზიტპოლი ეგზიტპოლია და ყველამ ვიცით, ცდომილება არსებობს.

…მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი ბიძინა საუბრობდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე. მე ამის შეფასებაში არ უნდა მივიღო მონაწილეობა. ეს არ იქნება სწორი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა  “იმედი ლაივში” ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ “ქართული ოცნების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარებული კვლევა იყო სირცხვილი.

 

იტვირთბა....