ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბევრი საბაბი გვაქვს, რომ არასასურველი ადამიანები, საქართველოში არ შემოვუშვათ” – გახარია რუსი კინემატოგრაფისტების გაძევებაზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში შემოსვლაზე რუსი კინემატოგრაფისტებისთვის უარის თქმის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გახარიამ განაცხადა რუსი კინემატოგრაფისტების მიერ დარღვეული იყო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი.

ეს ხდებოდა რამდენიმე საათის უკან, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ჩვენ ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი იყო დარღვეული“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. აღნიშნული პირები რუსეთის იმ დელეგაციის წევრები არიან, რომლებსაც კინემატოგრაფიულ ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

 

იტვირთბა....