საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური ფიგურის მხრიდან წაყენებულ “ანტისემიტურ” ბრალდებებს ეხმაურება.
“ეკა გიგაურს აშკარად არ ესმის ტერმინი – “ანტისემიტიზმის” მნიშვნელობა. მე გული მერევა ყველანაირ ანტისემიტიზმზე ამ ბრალდებას არ მივიღებ არც მისგან და არც ნებისმიერი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ასევე მინდა დავადასტურო,რომ შევეწინააღმდეგები ჩემს ქვეყანაში ნებისმიერი მოქალაქეობის მქონე “შავი პიარის სპეციალისტ” აფერისტების ბოგინს რა ლოზუნგებითაც არ უნდა დამიპირისპირდნენ და რა სახელი და გვარიც არ უნდა ქონდეთ მათ…” – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.