ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბართლომე პირველი: “უკრაინას ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს, რუსეთმა ეს უნდა აღიაროს”

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე პირველმა განაცხადა, რომ უკრაინას მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს, რუსეთმა კი ეს უნდა აღიაროს.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, დედა ეკლესიას უკრაინაში მომხდარი განხეთქილების აღმოფხვრა და უკრაინელი ძმების ევქარისტულ კავშირში აღდგენა სურდა.

მათთვის რთულად გასაგებია, თუ როგორ გაათავისუფლა მსოფლიო პატრიარქმა ამდენი ერი ბალკანეთზე. თავად დასუსტდა, მაგრამ აღიარა მათი უფლება შიდა თვითმმართველობაზე, დამოუკიდებელ ეკლესიაზე და ავტოკეფალიაზე. რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ 50 მილიონიან ერს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება აქვს“, – აღნიშნა პატრიარქმა ბართლომემ.

იტვირთბა....