ხვალ, 22 ნოემბერს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის გარკვეულ კლინიკებში გრიპის ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია ჩატარდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსურველებს შესაბამის კლინიკებს შეუძლიათ, 11:00-დან 18:00 საათამდე მიმართონ.
ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს ამ დღეს შესაძლებელი ექნება, სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.
ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შემდეგ კლინიკებში:
თბილისი – სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)
ბათუმი – ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:
შპს “საოჯახო მედიცინის ცენტრი” (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)
შპს “ბათუმის N1 პოლიკლინიკა” (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)
შპს “თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი” (მის: ტბეთის ქ.N 4)
“ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი” (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)
“მე -4 პოლიკლინიკა” (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)
“მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი” (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)
ქუთაისი – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2).