ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, ისრაელიდან ჩამოსული „ქართული ოცნების“ პიარტექნოლოგის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტი არასწორად გაიგეს.
ქართული ოცნება“ გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგს „რუს პიარშიკს“ უწოდებს. სინამდვილეში, ეს ადამიანი ბელორუსია, ამერიკაში ცხოვრობს, ობამას საარჩევნო შტაბში მუშაობდა და რუსულად ლაპარაკობს, თუმცა რუსეთთან კავშირი არ აქვს, პირიქით, რუსეთის ოპოზიციას ეხმარებოდა და ეს ადამიანი ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ. დამამცირებელია, რუსი პიარშიკი“ ან რომ ვთქვათ, რომელიღაც თაღლითი პიარშიკი რუსეთიდან ან ისრაელიდან? – კონტექსტი არასწორად არის გაგებული. ებრაელს არ ვამბობ, რომ რაიმე არ დამწამოთ, მაგრამ რატომ შეიძლება, „ქართული ოცნების“ ღირსებად ჩაითვალოს, როცა ისინი ამბობენ, რუს პიარშიკს? ეს არის სიტყვებზე გამოდევნება. სიტყვების დამახინჯება და სიტყვებზე გამოკიდებაა, როცა „რუსი პიარშიკი“ ნორმალურ სიტყვად მიგაჩნიათ და ებრაელ პიარშიკს სხვა კონტექსტს უძებნით. ვინაიდან, საზოგადოება ამ საკითხს ასე აღიქვამს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს თაღლითი, რუმინეთსა და სხვა ქვეყნებში გამოცდილი პიარტექნოლოგი ისრაელიდან. მიხეილ სააკაშვილს ამის თქმა უნდოდა“ – განაცხადა გოცირიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ ისაუბრა და მას ებრაელი აფერისტი უწოდა.