თბილისის მერი კახა კალაძე, მოსახლეობას მომავალ წელს იმაზე მეტ პროექტს დაპირდა, ვიდრე წელს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიუჯეტიც მეტი იქნება. პროექტები განხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა, ეკოლოგია, გამწვანება, ნარჩენების მართვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება.
2019 წლის ბოლოს მთლიანად ჩანაცვლებული იქნება არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, მოწესრიგდება მეტრო, დაემატება ახალი შემადგენლობები. ყველაფერი მიმართული იქნება, რომ თბილისში ცხოვრება იყოს კომფორტული, ქალაქი კეთილმოწყობილი და ლამაზი. ჩვენთვის ჯანსაღი წესის დანერგვა, პრიორიტეტულია მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. ის დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ, ამას მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერები გამოიყოფა”, – განაცხადა კალაძემ.