პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე, სოციალურ ქსელში ვალების განულებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით სალომე ზურაბიშვილი 1.5 მილიარდი ნამდვილად არ ღირს.
როგორც მათემატიკოსმა (პირველი დიპლომი) გამოცხადებული 1.5 მილიარდი გავყავი მშპ-ზე და მივიღე არანორმალურად მაღალი მაჩვენებელი – 3.7%. ამდენის გადახდას ვერც ბიუჯეტი რომ ვერ აუვიდოდა და ვერც რომელიმე ბანკი ისედაც ცხადი იყო და უფრო ცხადი გახდა ამ ელემენტარული მოქმედების (გაყოფის) შემდეგ.
ახლა ირკვევა რომ საქმე ეხება გაცილებით ნაკლებ თანხას, სულ რამდენიმე მილიონს. ეს ლოგიკურიცაა, სალომე 1.5 მილიარდი ნამდვილად არ ღირს და რაც უფრო მალე გაიგებს ამას ოცნებაში ყველა, მით უკეთესი მათთვის. ის კი არა, ოცნებისთვის სალომეს გაპრეზიდენტება გაცილებით უარესი იქნება (მერამდენედ ვიმეორებ).
რას მოიტანს ეს ვალების განულება ამას ვნახავთ. ინტერესით ველი შედეგს რომელიც არ გამოვრიცხავ რომ ასევე ნულოვანი იყოს” – წერს შარაშენიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.