ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ როგორ იმოქმედებს საბანკო დავალიანებების გასტუმრების გუშინდელი გადაწყვეტილება ამომრჩეველზე. მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად იმუშავებს მეორე ტურში არჩევანის გაკეთებისას, ეს არის სააკაშვილის მუქარა-დაპირება ივანიშვილის, ხაზარაძის და რუხაძის განკულაკებაზე, რაც “ნაციონალების” მმართველობის გამოცდილებიდან გამომდინარე, დანარჩენ მსხვილ, საშუალო თუ წვრილ ბიზნესსაც აფიქრებინებს, რომ მათი განკულაკების ჯერიც დადგება, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემულ უამრავ სოციალურ დაპირებას დიდი ფული უნდა და ეს მათზე გადაივლის.
“მოკლედ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სასტარტო პოზიციები ასე გამოიყურება: “ნაციონალებმა” გაერთიანებული ოპოზიციითურთ, რომლებმაც პირწმინდად მოიგეს პირველ ტურში საინფორმაციო ომი, მეორე ტურში პოზიციები საგრძნობლად დათმეს და თავდასხმიდან მოპასუხის რეჟიმში გადავიდნენ; შემცირდა პირველი ტურის შემდეგ გაჩენილი ფსიქოლოგიური უპირატესობაც, რომელიც გრიგოლ ვაშაძის გარდაუვალი წარმატების განცდას აჩენდა და სრულ დემორალიზაციას ახდენდა “ქართული ოცნების” არა მხოლოდ მხარდამჭერების, არამედ წევრების, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის, სამართალდმაცავი სტრუქტურების თანამშრომლების, განსაკუთრებით, “ქართულ ოცნებაში” გადასული “ნაციონალების” ერთგვარი “მეხუთე კოლონის”, მაჟორიტარების, საკრებულოების წევრების და ა.შ. და მათი მნიშნელოვანი ნაწილი აშკარად იწყებდა, ახალი პატრონის ძიებაზე ფიქრს.
ბოლო ერთი კვირაა ფსიქოლოგიური ბალანსი აღდგა, რადგან გარდაუვალი განსაცდელის განცდამ “ოცნების” ლიდერშიპი ისეთი მობილიზებული გახადა, როგორც არასდროს 2012 წლის შემდეგ.
ამ ფონზე, როგორ იმოქმედებს საბანკო დავალიანებების გასტუმრების გუშინდელი გადაწყვეტილება ამომრჩეველზე?! რთულია გამოთვლა, რამდენი ხმა შეემატა ამით “ოცნებას”, იმიტომ რომ ვალგადახდილთა ნაწილი ვინც “ნაციონალი” იყო “ნაციონალადვე” დარჩა, ვინც “ოცნების” ამომრჩეველი – ისედაც “ოცნებას” აძ₾ევდა ხმას, ტრადიციულად პასიური ამომრჩეველი შეიძ₾ება ივანიშვილის ასეთმა ნაბიჯმაც ვერ მიიყვანოს საარჩევნო უბნამდე, თუმცა ხმების გარკვეული რაოდენობა და რაც მთავარია, ფსიქოლოგიური უპირატესობა რომ მოიპოვა საკუთარ მომხრეებში ბიძინა ივანიშვილმა, ეს ცხადია.
არანაკლებ, საინტერესოა როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი “ნაციონალების”/გაერთიანებული ოპოზიციის და ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზე?! მათ დემორალიზებას მოახდენს თუ პირიქით, აფიქრებინებს, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით შეუძლებელი ხდება, რადგან არჩევნების მხოლოდ ის იგებს, ვისაც დიდი ფული აქვს: ასეთ მდგომარეობაში ადამიანების ნაწილი ნიჰილიზმსა და დეპრესიაში ვარდება, ნაწილი კი მობილიზებას ახდენს და პირიქით, მივა არჩევნებზე რომ დიდ ფულს დაუპირისპირდეს. რომელ ჯგუფში რამდენი ამომრჩეველი გადანაწილდება, ამის დათვლაც ძალზედ რთულია.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად იმუშავებს მეორე ტურში არჩევანის გაკეთებისას, ეს არის სააკაშვილის მუქარა-დაპირება ივანიშვილის, ხაზარაძის და რუხაძის განკულაკებაზე, რაც “ნაციონალების” მმართველობის გამოცდილებიდან გამომდინარე, დანარჩენ მსხვილ, საშუალო თუ წვრილ ბიზნესსაც აფიქრებინებს, რომ მათი განკულაკების ჯერიც დადგება, რადგან მიხეილ სააკაშვილის მიერ გაცემულ უამრავ სოციალურ დაპირებას დიდი ფული უნდა და ეს მათზე გადაივლის. რა თქმა უნდა, ეს შიში, ბიზნესის მობილიზებასაც მოახდენს “ოცნების” გარშემო.
“ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს ისიც, რომ “ნაციონალებს”, მიუხედავად ამომრჩევლის რიცხვის ზრდისა, უჭირთ დიდი რაოდენობის ხალხის მობილიზება ქუჩაში აქციაზე გამოსაყვანად.
და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება დღეს ახალი იმიჯმეიკერების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შერჩეული იმიჯი და ვის წისქვილზე მეტად დაასხამს მისი გამოსვლა დღეს წყალს და ვის მობილიზებას უფრო მოახდენს: საკუთარი თუ “ნაციონალების” ამომრჩევლის?!
და, ალბათ უნდა ველოდოთ “სიურპრიზებსაც”, რომლებიც ბოლო კვირას ორივე პოლიტიკურ ძალას უნდა ჰქონდეს, სავარუდოდ, შემონახული გადამწყვეტი დარტყმისთვის”. – წერს ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.