ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ბახტაძე – “ვივუსთან” მოლაპარაკებები გრძელდება

ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის ეთერში ჭარბვალიანობის თემაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის კონკრეტული მოლაპარაკების შედეგი. ჩვენ დავაანონსეთ ის რაოდენობა და შეთანხმებები, რომელიც არსებობს. ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ მოლაპარაკებები სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან გაგრძელდება და ჩვენს ინიციატივას სხვა ფინანსური ინსტიტუტებიც შემოუერთდება. შესაბამისად, უფრო მეტი მოქალაქე შეძლებს ისარგებლოს ამ უნიკალური შესაძლებლობით და გათავისუფლდეს ე.წ. შავი სიისგან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....