პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ყაზახეთთან გამარჯვება მიულოცა.
პრემიერის შეფასებით, „დღევანდელი გამარჯვება არის საუკეთესო პასუხი იმ პოპულისტურ განცხადებებზე, რომ თურმე ქართულ სპორტს პერსპექტივა არ აქვს.
„მინდა მივულოცო ჩვენს გულშემატკივრებს, დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს ამ გამარჯვებისთვის. გავედით პირველ ადგილზე, გვაქვს ისტორიული შანსი, რომ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე. ჩემი აზრით, დღევანდელი გამარჯვება არის საუკეთესო პასუხი იმ პოპულისტურ განცხადებებზე, რომ თურმე ქართულ სპორტს, ამ შემთხვევაში ქართულ ფეხბურთს, პერსპექტივა არ აქვს და დახმარება არ სჭირდება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“
„ერთა ლიგის“ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველომ ყაზახეთი 2-1 დაამარცხა.