შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ყოფილი პროკურორის, ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი.
„საქმე აღიძრა გუშინ, ზუსტად ნახევარ საათში მას შემდეგ, რაც ვიდეო გავრცელდა. თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, იქნება დასჯილი. პატრულმა თუ თავის ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს, იქნება დასჯილი. თუ შესაბამისმა სხვამ, მესამე პირმა ეს მასალა გამოიყენა იმისთვის, რომ მიეღო გარკვეული დივიდენტი არჩევნებისთვის, კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც იქნება დასჯილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“ მიერ გაავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა ნაცვლიშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს მანქანას და ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება. სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა:
მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინ ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტს. ჩემს პირველ პოსტზე კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ…
Gepostet von Lasha Natsvlishvili am Montag, 19. November 2018