„ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი – ამის შეახებ ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთან.
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი „ქართუ“ აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ამ წლის ბიუჯეტი უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღნიშნული ფული უკვე დარეზერვებულია. ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ,“ – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.