როგორც ცნობილი გახდა, ფონდმა “ქართუმ” საფინანსო ინსტიტუტების დიდი ანწილისგან გმაოისყიდა ჩამოწერილი ვალდებულელები. არ ვიცი რა დაჯდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე მილიარდნახევარი ლარია. აქ იყო 600 000-ზე მეტ ადამიანზე, მაგამ საბოლოო ჯამში, ეს ამნისტია არ შეეხება 600 000 ადამიანს. ცოტა არ იქნება, მაგრამ გაცილებით ნაკლები იქნება, – ამის შესახებ “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.
კეპულაძის განცხადებით, შეიძლება, სესხების განულება ვიღაცისთვის გახდეს მოტივატორი, რათა ამის შემდეგ სესხი არ გადაიხადოს.
“ეკონომიკური კუთხით, განსაკუთრებულს ამ ცვლილებით არ ველოდები, რადგან ეს ეკონომიკურ ზრდაზე არ აისახება. ვალების განულება ეკონომიკური აქტივობის მოტივატორი არ იქნება. ყველამ, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტების უმეტესობამ, იცის, რომ ეს უიმედო სესხებია. შეიძლება, სესხების განულება ვიღაცისთვის გახდეს მოტივატორი, რათა აწი სესხი არ გადაიხადოს, რადგან სხვა პოლიტიკური ძალა დაპირდება სესხის ჩამოწერას. ასეთი დაპირებები კი გვესმის. საფინანსო სისტემა ნდობასა და პასუხისმგებლობაზე დგას და მნიშვნელოვანია, რომ ეს არ ჩამოიშალოს. ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ სესხის აღების გამო არავინ დაგაჯარიმებთ და არავინ დაგსჯით”, – განაცხადა კეპულაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.