1- თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, მაგრამ შესაძლოა ჯამში 2 000 ლარზე მეტი იყოს.
2- ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა იყოს გადახდილი სესხის ნაწილი
ერთადერთი კომპანია, რომელთანაც ვერ შედგა მოლაპარაკება “ვივუსია“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.