ჩოხატაურში, N1 საჯარო სკოლის მეორე სართულის ფანჯრიდან მე-12 კლასის მოსწავლე ჩამოვარდა. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კვლევები უტარდება.
როგორც ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ვესაუბრე კლინიკის ხელმძღვანელს. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ბარძაყის ძვალი აქვს მოტეხილი და ორგანული დაზიანებები ჯერ არ გამოვლენილა. ზუსტი პასუხი მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც ბავშვები ამბობენ, გოგონა ე.წ სელფს იღებდა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს შორენა სიხარულიძე.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
როგორც გოგონამ თავად აღნიშნა, ის ფანჯრიდან „სელფის“ გადაღების დროს გადმოვარდა.