პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის დღევანდელ ინიციატივას, რომელიც ვალების განულებას ეხებოდა, პოლიტიკური პარტია “გირჩის” თავმჯდომარე, იგო ხვიჩია”მეტრონომთან” საუბრისას გამოეხმაურა.
როგორც ხვიჩიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ხელისუფლება ფულს იხდის ხმების სანაცვნოდ.
პრემიერის დღევანდელი ინიციატივა პოპულისტურია.
მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს 600 000 ადამინიას მოსყიდვასთან. “გირჩი” არ არის ის ხალხი და ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამბობს რომ ადამიანს არ აქვს უფლება ადამიანს დაელაპარაკოს ხმის სანაცვლოდ ფულზე. მთავარია იმას მაინც მივაღწიოთ, რომ ჩვენი ფული არ დაიხარჯოს ამაში.
ტყუილია როცა ამბობსენ რომ ამ ყვლაფერში მილიონ ნახევარი დაიხარჯება. არ დაიჯეროთ. მთავრობამ პრაქტიკულად თქვა რომ ხმებს ყიდულობს. ამის მიუხედავად არ მგონია რომ ამხელა თანხაზე იყოს საუბრაი. საუბარია იმ დავალიანებბზე რომელიც წარმოიშვა 2018 წლის პირველ იანვრამდე 2000 ლარის ოდენობით. ამ დავალიენებიბის დიდი ნაწილი ისედაც უიმედო ვალებია, რომელიც სეიძლება დაექვემდებაროს უფრო იაფად ჩამოწერას. ნებისმიერ შემთხვევაში მათი მესიჯი გასაგებია – ფულს გადაგიხდით და ხმები მოგვეცით! ეს ხომ ძალინ ცნობილი ტრიუკია” – განაცხადა “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.