ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ვალების განულებაზე მოლაპარაკება არ გამართულა” – შენგელია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია უარყოფს რაიმე სახის მოლაპარაკებას, რომელიც ვალების განულებას უკავშირდება. ინფორმაციას  bm.ge ავრცელებს.

მისი თქმით, ინიციატივის შესახებ დღეს შეიტყო და არც ველების დაფარვის მექანიზმის შესახებ იცის რაიმე.

არანაირი კონსულტაცია ჩვენთან არ ყოფილა. არ ვიცით რა მექანიზმით მოხდება ვალების განულება. ვის ხარჯზე ჩამოეწერებათ? თუ ეს ჩვენს ხარჯზე, ფინანსური ორგანიზაციების ხარჯზე მოხდება, მიუღებელია და არც ფინანსურად იქნება გამართლებული. ინიციატივას მივესალმებით, მაგრამ თუ ეს ხდება ორგანიზაციების ხარჯზე რომ მათ კეთილი ნება გამოიჩინონ და ჩამოწერონ, ამ შემთხვევაში არ იქნება მიზანშეწონილი”, – განაცხადა შენგელიამ.

მისი თქმით, ინიციატივის შესახებ პირველად ესმით.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, შავ სიაში მყოფ 600 ათას ადამიანს ვალები გაუნულდება.

 

იტვირთბა....