ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

კახიძე სააკაშვილის განცხადებაზე – “ებრაელი აფერისტი მოშე” – ანტისემიტურად ჟღერს

“ეროპული საქართველოს” წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც მან პიარტექნოლოგს ებრაელი აფერისტი მოშე უწოდა.

ზედმეტი პოლიტკორექტულობა არ მიყვარს, მაგრამ “ებრაელი აფერისტი მოშე” – ანტისემიტურად ჟღერს და ქსენოფობიურ პოპულიზმს გავს და ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი.

ასავალ-დასავალის, ქართული მარშის, პატრიოტთა ალიანსის და სხვა ბნელი ქოცების რიტორიკა მეინსტრიმი არ უნდა გახდეს და ყველა წესიერი ადამიანის ვალდებულებაა, კარგად დაფიქრდეს, სანამ მსგავს ფრაზებს წარმოთქვამს.

და არა, საქმეს ასე არ ჭირდება.

იტვირთბა....