ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები რეანიმაციაში რჩებიან

თბილისში, ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, გართულებები არ არის, თუმცა მკურნალობა ხანგრძლივ პროცედურებს მოიცავს.

შეგახსენებთ, ზემო ფონიჭალაში აფეთქება 15 ნომბერს მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა მოხდა, დაშავდა 3 და გარდაიცვალა 2 ადამიანი. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები.

 

იტვირთბა....