საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ.
როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტეს, სურთ, რომ ღირსეული მომავალი იყოს ქვეყანაში, რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნებით კი ეს მომავალი მოისპობა.
„ჩვენ ერთხელ უკვე ვთქვით უარი წარსულზე და გვსურს ღირსეული მომავალი გვქონდეს, ხოლო რევანშისტული ძალის პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში ეს პერსპექტივა პრაქტიკულად მოისპობა. ამავდროულად ვთვლით, რომ დღევანდელი არსებული სიტუაცია საჭიროებს ახალი რეალური პოლიტიკური ძალის შექმნას და ვთვლით, რომ დღევანდელმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა შეუწყოს ხელი ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობის დამკვიდრება. ჩვენ, რომლებიც წარმოვადგენთ სხვადასხვა დასაქმებულ ადამიანებს, ვალდებულნი ვართ, მოვიწვიოთ ეს ადამიანები სამშაბათს 5 საათზე, მოვუსმინოთ მათ და ერთობლივად დავსახოთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგია. პროფკავშირში ძალიან ბევრი პოლიტიკური გემოვნების ადამიანი გვყავს, ჩვენ ჩვენს ანალიზს, შეხედულებებს კიდევ ერთხელ გავივლით პროფკავშირის წევრებთან ერთად და კონსენსუსის შემთხვევაში დავგეგმავთ ბრძოლის სტრატეგიას“, – განაცხადეს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის წევრებმა.
პროფკავშირების გაერთიანება არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავს
პროფკავშირების გაერთიანება არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავს
Gepostet von Gtuc • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება am Donnerstag, 15. November 2018
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილიც.