საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის და საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს.
“ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რამენაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც იყო გამოთქმული ჩემ მიმართ და ბევრ რამეს ვიზიარებ, იქნება კარგი. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არაა სახარბიელო, იმედი მაქვს, რომ გაიგებენ ჩემს მდგომარეობას და როგორც ჩვევია ქართველ ხალხს სხვანაირად შეხედავენ”, – განაცხადა იური მეჩითოვმა.
შეგახსენებთ, იური მეჩითოვმა Al Jazeera-ს განუცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ხალხი ასფიქსიით დაიღუპა. მეჩითოვის ამ განცხადებას ხალხის ნეგატიური დამოკიდებლება და პროტესტი მოჰყვა.