“ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავისი კომპანიის თანამშრომლებს iPhone-ისა და ანდროიდის სმარტფონების გამოყენება მას შემდეგ აუკრძალა, რაც apple-ის თანამშრომლებთან კონფლიქტი მოუვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mashable ავრცელებს.
Apple-ის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ფეისბუქის მფლობელები გააკრიტიკა. კუკმა, მეტი შემოსავლების მიღების მიზნით, ფეისბუქის მმართველები სოციალურ ქსელში საკუთარი მომხმარებლის მიყურადებაში დაადანაშაულა.
“პრივატულობა და მისი დაცვა არის ყველა ადამიანის უფლება” – განაცხადა კუკმა.
კუკის ასეთმა განცხადებამ ცუკერბერგი გააღიზიანა და მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლების მიმართ გარკვეული ზომები გაეტარებინა, რაც iPhone-ისა და ანდროიდის სმარტფონების აკრძალვაში გამოიხატა.