“პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო”, – ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიას.
„ამას განსაზღვრავს კანონი, ამას განსაზღვრავს შესაბამისი ორგანო – ცენტრალური საარჩევნო კომისია და პოლიტიკური სპეკულაციები ნამდვილად არ არის საჭირო“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დანიშნა.
ამავე თემაზე: ნინო ლომჯარია: ყოველთვის უმჯობესია, არჩევნების დღე შაბათ-კვირა იყოს