საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია დეპუტატ თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის აცხადებს, რომ საჯარო სივრცეში ქალების მიმართ განსაკუთრებული აგრესია იგრძნობა ხოლმე.
“ძალიან ცუდია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია ოპონენტს პირადი შეურაცხყოფის გარეშე დაუპირისპირდეს. ეს პოლიტიკური კულტურის ზოგადი პრობლემაა. თუ კონკრეტული და რეალისტური მუქარაა, ის გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
მაგრამ იმით სპეკულანტობა, ქალი პოლიტიკოსი ვარ და მე თუ შემაგინეთ, ზოგადად ქალებს ერჩითო, სასაცილოა. თუ ქალი პოლიტიკაში მიდის, მერე იქ კურტუაზულ მოპყრობის წესებს ნუ ელის. ზუსტად ისევე მოექცევიან, როგორც კაცს და ეს წინასწარ უნდა იცოდეს.
თუ კონკრეტულად ეტყვიან: ქალო, ქუხნაში წადი, პრეზიდენტად რა გინდაო, სხვა ამბავია. ეს უთხრა ვინმემ სალომე ზურაბიშვილს? ეს თუ უთხრა, ძალიან მიუქარავს, მაგრამ მე არ შემიმჩნევია” – წერს სოციალურ ქსელში ნოდია.
შეგახსენებთ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ყველა ქალი, ვინც პოლიტიკის სფეროშია, ხშირად ხდება თავდასხმების ობიექტი და განსაკუთრებით, როდესაც საპრეზიდენტო პოსტზე აქვს ადამიანს პრეტენზია.