ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტარი, ანდრეს მამიკინსი, გამოთქმულია ევროპარლამენტის მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს რეფორმების პროცესში.
ანგარიში დადებითად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას, თუმცა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაჭრას პრობლემები, რომლებიც შრომით უფლებებს, გარემოს დაცვას, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციას უკავშირდება.