ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

სესხის გაცემასთან დაკავშირებით, რეგულაციების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო

სესხის გაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების ამოქმედება კიდევ ერთხელ გადაიდო.

ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ვადამ ჯერ 15 ნოემბრამდე გადაიწია, 2019 წლის პირველ იანვრამდე.

რეგულაციების გადავადების მიზეზს ეროვნული ბანკი მოგვიანებით განმარტავს. რეგულაციის თანახმად, დებულების ამჟამინდელი რედაქციით იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში, თუ პირს აქვს 500-ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი, მას არ შეეძლება ისეთი სესხის აღება, რომლის დასაფარადაც თვეში 75 ლარზე მეტის გადახდა მოუწევს. რაც  გულისხმობს, რომ მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი 500 ლარის შემთხვევაში 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს,  500-1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში, სასესხო ტვირთი 20% იქნება. 1000-2000 ლარი – 25%; 2000-4000 ლარი – 30%; 4000-800 ლარი – 35%. 5000-7000 ლარი – 40%.

რაც შეეხება, დანარჩენ საფინანსო სექტორს, რეგულაციების გავრცელების თარიღად თავიდანვე 2019 წლის 1-ლი იანვარი იყო დასახელებული.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნულ ბანკში განუმარტეს, ახალი აქტი უახლოეს პერიოდში გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

იტვირთბა....