ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცი თავში „არმატურის“ დარტყმით მოკლეს.
ზესტაფონში მამაკაცი თავში „არმატურის“ დარტყმით მოკლეს. მკვლელობა ავტოსადგომზე დასაქმებულებს შორის თანხის განაწილებასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს მოჰყვა.
“ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა”- აცხადებს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.