ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოთარ კახიძე: ხელისუფლებისთვის, ხორავას ქუჩის საქმე მეასეხარისხოვანია

„მათთვის ეს საკითხი არის მეასეხარისხოვანი”, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ ხორავა ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახიძის თქმით, ხელისუფლება თვლის, რომ არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელია.

„მათთვის ეს საკითხი არის მეასეხარისხოვანი. ისინი თვლიან, რომ არსებული ვითარება დამაკმაყოფილებელია, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ეს ნაბიჯი,“- განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....