ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზუგდიდში მეგის ქარდავას და როლანდ ახალაიას საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, “ვა ღოლა/არ ქნა” – ამ წარწერებით ზუგდიდში მეგის ქარდავას, როლანდ ახალაიას, კოხტა კოდუას და ე.წ. კასტილებიანის თემურ უბირიას პლაკატები გამოჩნდა.

ინფორმაციას ამის შესახებ “იმედინიუსი” ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გააკრა ამ შინაარსის პლაკატები ზუგდიდის ქუჩებში.

ცნობისთვის, როლანდ ახალაიას გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება მას 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, თემურ უბირია ადამიანების წამებასა და გაუპატიურებაშია მსჯავრდებული, კოხტა კოდუა, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, ე.წ კასრების საქმეშია ბრალდებული,  მეგის ქარდავა, მრავალ საქმეშია ბრალდებული, მათ შორის ე.წ ციხის ბუნტის.

იტვირთბა....