ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეციალისტები “მეტრონომთან”: სააკაშვილი-გვარამიას მიმოწერას “ვიკილიქსთან” არანაირი კავშირი არ აქვს

ინტერნეტში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მიმოწერა გამოქვეყნდა. მიმოწერა “ვაიბერითაა” განხორციელებულია და ნათქვამია, რომ ის “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა. “მეტრონომმა” ტექნიკურ სამსახურს მიმართა, რათა დაგვედგინა, რამდენად არის კავშირი მიმოწერა “ვიკილიქსთან”. როგორც ტექნიკური სამსახური აცხადებს, აღნიშნული მიმოწერა “ვიკილიქსთან” არანაირ კავშირში არაა.

“ინტერნეტ-მისამართზე (დომენზე) ინფორმაციის ე.წ WHOIS Data-ს მიღება შესაძლებელია დომენური სახელების საერთო მონაცემთა ბაზაში, ამისათვის შევდივართ მისამართზე https://whois.com და საძიებო ველში ვწერთ სასურველ მისამართს, სისტემა გვაძლევს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მისამართი რეგისტრაციის თარიღი, რეგისტრატორის დასახელება და თუ არ არის რეგისტრანტის ინფორმაცია დაფარული, შეგვიძლია, გავიგოთ ვინ დაარეგისტრირა ინფორმაცია, wikileaks.press -ის შემთხვევაში გამოყენებულია მონაცემთა დაფარვის სერვისი Privacy Protection, რის გამოც შეუძლებელია რეგისტრანტის პირადი მონაცემების დაზუსტება.

https://www.whois.com/whois/wikileaks.press

ღია ინფორმაციიდან ირკვევა რომ დომენი დარეგისტრირდა 2018 წლის 12 ოქტომბერს, რუსეთში დომენების N1 რეგისტრატორთან Reg.ru -ზე. აგრეთვე განთავსებულია რუსულ ჰოსტინგ სერვისზე adminvps.ru, რომლის ოფისიც მდებარეობს მოსკოვში”, – აცხადებს ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი დავით შჩოლკა.

კითხვაზე, აქვს თუ არა კავშირი აღნიშნულ საიტს “ვიკილიკსთან”, შჩოლკა გვპასუხობს, რომ მსგავსი მისამართების რეგისტრაცია დღეში შეიძლება 100 გაკეთდეს.

“აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს ამ საიტს ვიკილიკსთან. რეალურ ვიკილიკს გაცხადებული აქვს, რომ იყენებს მხოლოდ https://wikileaks.org -ს. ამასთან, საიტი, რომელზეც გვარამია-სააკაშვილის მიმოწერა გამოქვეყნდა იყენებს Joomla-ს სისტემას. რეალური ვიკილიკსი კი სხვა სისტემას იყენებს.” – აცხადებს “მეტრონომთან” დავით შჩოლკა.

შგახსენებთ, ჩანაწერის ავთენტურობა დაუდგენელია. ნიკა გვარამიას განცხადებით კი, მას უკვე 2 წელია აღარ აქვს “ვაიბერის” აპლიკაცია და ჩანაწერი, უბრალოდ, სასაცილოა.

იტვირთბა....