პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული პარტიის, “კანონი და სამაერთალი” წევრები, სხვებთან ერთად, იქნებიან – ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი.
ჩარკვიანის თქმით, არჩევნებამდე ამაზე იმის გამო არ საუბრობდა, რომ გრიგოლ ვაშაძისთვის ხელი არ შეეშალა.
„არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია – „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
ამავე თემაზე: თაკო ჩარკვიანი: არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, “კანონი და სამართალი” გამოჩნდება