მთავარი ციტატა

არკადი ჭოველიძე: რა დავალებას ასრულებს მეჩითოვი, არ ვიცი

“მე თამრიკოს მამა ვარ, გთხოვთ, ნურავის შეგეცოდებით, არ ვარ ცოდო. ძალიან გამაკვირვა ბატონი მეჩითოვის გამოსვლამ, არ ვიცი რა ჰქვია ამას, უმსგავსო, უწესეო… ნუ კაცია და ეგრე ფიქრობს, მაგრამ რა დავალება ჰქონდა? ან გადაუხადეს, ან თვითონ არ იცის… კაცი კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, ცნობილი ფოტოგრაფია, ყველაფრის მომსწრეა, რატომ უღალატა თავის თვალსა და გონებას? ჩემი აზრით, ძალიან ცუდად მოიქცა. ჩემი შვილი გმირია, მე ასე ვთლი და თამუნასთან ერთად ყველა, ჩემი ნათია, ეკა… სამივე ჩემი შვილები არიან. თამრიკოს ოჯახმაც და სკოლამაც პატრიოტობა დაანათლა და როცა თამუნა მე-11 კლასში სწავლობდა დათო ტურაშვილმა იმ წელს დაამთავრა უნივერსიტეტი მათ სკოლაში გააგზავნეს სტაჟიორად, დათომ შეაყვარა გამსახურდია კოსტავა, როგორ შეიძლებოდა თამუნა შოუზე ყოფილიყო გასართობად”?- განაცხადა ცხრა აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.

იტვირთბა....