ფოტოგრაფ იური მეჩითოვის სკანდალური განცხადებას, როცა მან განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართველი გმირები ნიჩბებით არ მოუკლავთ, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მეჩითოვის ამ განცხადებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები სიბნელეში ძირავს ქვეყანას.
“როცა ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ ქვეყანას ომის დანაშაულს დააბრალებს;
როცა ყოფილი ხელისუფლების კანდიდატი საკუთარი საბჭოთა წარსულით ამაყობს; როცა, როცა, როცა…
მერე მეჩითოვიც იტყვის “ჭყლეტაში”, “ასფექსიით”, “გარდაიცვალნენ”, “დიდებული საბჭოეთი”, კეთილი რუსი ჯარისკაცები, მერე სხვებიც გამოვლენ და იგივეს გაიმეორებენ, კიდევ მეტნი და მეტნი და მორიგ ჯერზე სიბნელეში ჩაიძირება ქვეყანა.” – წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, იური მეჩითოვმა განაცხადა, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართველი გმირები ნიჩბებით არ მოუკლავთ და ისინი ასფექსიით დაიღუპნენ.